ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ტაიფუნის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ტაიფუნის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტაიფუნი „დელფინი“ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექებმა ქვეყნის არაერთ რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტაიფუნი „დელფინი“ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექებმა ქვეყნის არაერთ რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გა…

ტაიფუნი „დელფინი“ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექებმა ქვეყნის არაერთ რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე 151 კმ/სთ-ს აღემატება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმები ჟეჟიანგში, შანხაიში, ჩრდილოეთ ფუჯიანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ძიანგსში, ცენტრალურ და სამხრეთ ანჰუიში და ძიანგსუს დიდ ნაწილში 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი.

სტიქიის გამო შანხაში დაახლოებით 1 500 ავიარეისი გაუქმდა.

„როიტერსის“ ცნობით, „დელფინმა“ უკვე გადაუარა იაპონიის სამხრეთ ოკინავასპრეფექტურას, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა და 50 000-ზე მეტ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს