ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

შაკო კუჭაშვილი: ნაც.ბინძური პროპაგანდის აქტორმა, ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს შემზარავი დღეების გასაპრავებლად მიიწვია გადაცემაში სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინმე დავით დათაშვილი, რომელიც პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეო, იმ დროს როცა მშვიდობიანი მოქალაქეები საერთოდ არ იყვნენ გაფრთხილებულები

შაკო კუჭაშვილი: ნაც.ბინძური პროპაგანდის აქტორმა, ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს შემზარავი დღეების გასაპრავებლად მიიწვია გადაცემაში სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინმე დავით დათაშვილი, რომელიც პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეო, იმ დროს როცა მშვიდობიანი მოქალაქეები საერთოდ არ იყვნენ გაფრთხილებულები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, „ნაცმოძრაობის“ დროს დაზვერვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, დავით დათაშვილის მიერ 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უკვე დროა, ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, „ნაცმოძრაობის“ დროს დაზვერვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, დავით დათაშვილის მიერ 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უკვე დროა, ა…

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, „ნაცმოძრაობის“ დროს დაზვერვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, დავით დათაშვილის მიერ 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უკვე დროა, აგვისტოს მოვლენები სრულფასოვნად იქნას გამოძიებული და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის განადგურებისთვის დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

კერძოდ, კუჭაშვილი ეხმიანება ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ახლობლებს ეუბნებოდა, რომ ბავშვები მაინც გაერიდებინათ, იმიტომ, რომ „რაღაცა ხდებოდა“ და აცხადებს, რომ ამ დროს, მშვიდობიანი მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული.

„ნაც.ბინძური პროპაგანდის დამსახურებულმა აქტორმა, ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს შემზარავი დღეების გასაპრავებლად მიიწვია გადაცემაში სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინმე დავით დათაშვილი - დაზვერვის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი. ეს საშინლად უვიცი კაცი პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეო. ახლობლებიო, ხალხო!! იმ დროს როცა მშვიდობიანი მოქალაქეები საერთოდ არ იყვნენ გაფრთხილებულები, ამ ნაძირალამ წინასწარ ყველაფერი იცოდა და მხოლოდ ახლობლები გააფრთხილა!

უკვე დროა მოხდეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება და მთელი ეს დამნაშავეთა ჯგუფი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის განადგურებისთვის“, - წერს კუჭაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს