ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებული პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცე…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებული პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცე…
ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებული პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლება 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„ამ პერიოდში რეკრუტები დეტალურად შეისწავლიან საერთო საჯარისო წესდებებს და აითვისებენ სამხედრო საქმისთვის აუცილებელ ისეთ საბაზისო დისციპლინებს, როგორიცაა: კავშირგაბმულობა, ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო მომზადება. 8-კვირიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამსახურს განაგრძობენ.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში დარეგისტრირებული პირები ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ. თბილისიდან ახალქალაქში რეკრუტების გადაყვანა ახალი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.