ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

კახა კალაძე: 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად

კახა კალაძე: 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირე…

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, ანტირუსული რიტორიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.

„2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად. დავკარგეთ ტერიტორიები, ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა გვახსოვს რუსეთისადმი სააკაშვილის ხელისუფლების რიტორიკა, მათი ოფიციალური წერილები. რუსეთში ქართველი მომღერლების კონცერტები იმართებოდა. მათი „პატრონების“ მიერ მაშინ ასეთი დავალება იყო, ასე უნდა მოქცეულიყვნენ. რუსეთ-უკრაინის ომის გაჩაღების შემდეგ კი შეიცვალა მესიჯ ბოქსი. „პატრონების“ მხრიდან წამოვიდა სხვა დავალება, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს