ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ნანუკა ჟორჟოლიანი „ქრონიკის“ ჟურნალისტს: ერთადერთ პრობლემას შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი, რომ რუსული სიმღერები შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გოიმური და ვიღაცისთვის - არა. მაგალითად, ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ

ნანუკა ჟორჟოლიანი „ქრონიკის“ ჟურნალისტს: ერთადერთ პრობლემას შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი, რომ რუსული სიმღერები შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გოიმური და ვიღაცისთვის - არა. მაგალითად, ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ, - განუცხადა სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს რუსოფობიასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკის პასუხა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ, - განუცხადა სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს რუსოფობიასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკის პასუხა…

ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ, - განუცხადა სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს რუსოფობიასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკის პასუხად.

კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დამოკიდებულებას მედიაარქივი ასახავს. მასალებით კარგად ჩანს, რომ მათთვის 2012 წლამდე ყველაფერი რუსული მისაღები იყო. მათ შორის არის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში რუსი მომღერალი, ლუბა უსპენსკაია ჰყავდა მიწვეული.

„ერთადერთ პრობლემას შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი, რომ რუსული სიმღერები შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გოიმური და ვიღაცისთვის - არა. მაგალითად, ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ“, - უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა „იმედის“ ჟურნალისტს.

„ქრონიკის“ ჟურნალისტი ასევე დაუკავშირდა „სუხიშვილების“ დირექტორსა და გენერალურ პროდიუსერს, ნინო სუხიშვილს.

„ჩვენ კონცერტი სანქტ-პეტერბურგში დანიშნული გვქონდა, რომელზეც უარი ვთქვით“, - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ კონცერტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო 2014 წელს გააუქმეს, თუმცა მანამდე გამართეს, ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ არ ახსოვს რომელი წელი იყო.

„პროვოკაციული შეკითხვები რაში გჭირდებათ. ძალიან დიდი ბოდიში, მე თქვენთან ლაპარაკი არ მსურს“, - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

მომღერალმა ნინო ქათამაძემ კი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტელეკომპანია „იმედიდან“ უკავშირდებოდნენ, ტელეფონი გათიშა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს