ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 0

დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს

დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობი…

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოში მსგავსი ქმედებების დროს დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

ჩიხელიძის შეფასებით, ეს დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ხდება იგი.

„საფრანგეთის პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მხრიდან მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე გამოძიება, მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
გავიხსენოთ რა ხდებოდა საქართველოში, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, მათ უფლებებს იცავდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა, საფრანგეთში კი, იგივე ქმედებას მკვლელობის მცდელობად აფასებენ და შესაბამისი მუხლით გამოძიებას იწყებენ.
შერჩევითი დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ არსებობს! გამოხატვის თავისუფლება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ ძალადობა არა! ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად მისი ლოკაციისა, არ აქვს მნიშვნელობა ძალადობა საქართველოში ხდება, საფრანგეთში თუ გერმანიაში.
დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა. დღეს თავად შეეჩეხნენ იმ საფრთხეებს, რომლის შესახებ საქართველოში ვსაუბრობდით და რომლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება, უსამართლო, გაუგებარი და ალოგიკური იყო.
არეულობა რა თქმა უნდა არ მახარებს, არც საფრანგეთში და არც სხვა ქვეყანაში, მაგრამ კარგია, რომ დასავლეთი ახლა თავად აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომლის დანახვაც საქართველოს შემთხვევაში არ სურდა. იმედი მაქვს, ეს მოვლენები მათ წარსული განცხადებების გადაფასების აუცილებლობას დაანახებს და აღიარებენ რომ საქართველოსთან მიმართებით მცდარი პოზიცია ჰქონდათ. დროა, დასავლეთმა ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს!“ - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს