ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში

მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ის მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში - 8 აგვისტო ითვლება ამაში და 12-ში მორჩა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის 8 აგვისტოდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ის მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში - 8 აგვისტო ითვლება ამაში და 12-ში მორჩა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის 8 აგვისტოდ…

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ის მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში - 8 აგვისტო ითვლება ამაში და 12-ში მორჩა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე. ყველა ადამიანი ამას ამბობდა ასე და ყველა დოკუმენტური მტკიცებულება მიუთითებს ასევე იმაზე, რომ რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში შემოიჭრა 2008 წლის 8 აგვისტოს. ის თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას, განახორციელა მისი ტერიტორიების ოკუპაცია და განახორციელა მტრული საქმიანობა. ბუნებრივია, ომის დანაშაულებიც ჩაიდინა, რაც ქართველ სამხედროებს ქართულმა ხელისუფლებამ დააბრალა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა მთელ მსოფლიოს, რითაც უქმნიდა რუსეთს მტკიცებულებებს, საბაბს და მიზეზს საქართველოში შემოსაჭრელად, თუმცა, მდინარაძის თქმით, რუსეთის საქართველოში შემოჭრას ეს ვერანაირად ვერ ამართლებს.

„რაც შეეხება 7 აგვისტოს. 7 აგვისტოს სააკაშვილმა გასცა ბრძანება და განახორციელა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები, რაც ჩემი აზრით, ასევე მიზანმიმართულად, მან მთელს მსოფლიოს აჩვენა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. შეფასებაც არ სჭირდება. არანაირი საბაბი და მიზეზი არ ამართლებს რუსეთის შემოჭრას საქართველოში, მას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა შემოჭრის უფლება. ის შემოიჭრა საქართველოში, განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედება და ეს იყო 2008 წლის 8 აგვისტოს. ამის საწინააღმდეგო არც მტკიცებულება არსებობს, არც ლოგიკა. შემდეგ, 2 თვეში, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მხარდაჭერით, მათ დაადასტურეს, რომ უღალატეს საკუთარ ქვეყანას, ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს და ამ ომის დანაშაულში ქართულმა მხარემ - ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პირობებში, უზრუნველყო, რომ ჩვენ მოგვეგო მათი მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერის მიუხედავად. ეს არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ის ასევე აცხადებს, რომ 1-დან 7 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ესკალაცია შეინიშნებოდა - იყო დაბომბვები და იყვნენ დაჭრილები. თუმცა, ქართულ მხარეს ამის გამო გაეროს უშიშროების საბჭო არ მოუწვევია და არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება, რომელიც ყველას დაუმტკიცებდა, რომ საქართველო „აბსოლუტურად მართალი იქნებოდა ამ ყველაფერში“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს