ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომისას შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომისას შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსო…

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

„სწორედ ეს ადგილები, შინდისის მიწა ინახავს რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უთანასწორო ბრძოლის ისტორიას, სადაც 17-მა ახალგაზრდა გმირმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, აჩვენა საქართველოს ერთიანობის და ღირსების დაცვის გამორჩეული და მარადიული მაგალითი. სწორედ ეს თავდადება გვავალდებულებს, რომ დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა, აღვასრულოთ საქართველოს ყველა ეროვნული მიზანი, შერიგებით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და მშვიდობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ერთიანი ძლიერი და თავისუფალი საქართველო იქნება ჩვენი გმირების ხსოვნის საუკეთესო დაფასება, რომლებმაც სამშობლოსა და საკუთარი ღირებულებების მიმართ ერთგულება, სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს. მსურს, თანაგრძნობა გამოვუცხადო ოჯახებს და პატივისცემა დავუდასტურო მათ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს