ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ზარქუა: ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრება და მის ინტერესებს არ დაიცავს, ბოლო ეს არის, ჩირქში იქნებიან შემძვრალი, როგორც ახლა არიან

ირაკლი ზარქუა: ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრება და მის ინტერესებს არ დაიცავს, ბოლო ეს არის, ჩირქში იქნებიან შემძვრალი, როგორც ახლა არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აგვისტოს ომის თემაზე სააკაშილი კითხვებს პასუხს არ სცემს სამაგიეროდ ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აგვისტოს ომის თემაზე სააკაშილი კითხვებს პასუხს არ სცემს სამაგიეროდ ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი…

აგვისტოს ომის თემაზე სააკაშილი კითხვებს პასუხს არ სცემს სამაგიეროდ ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს.

ექსპრეზიდენტი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი უცხოეთში ისვენებენ.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ზაფხულის პერიოდში აქტიურობას ერიდება, რადგან, მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების გვერდით ყოფნა მათთვის პოლიტიკურად არამომგებიანია.

ზარქუა ოპოზიციას საქართველოს ინტერესებისგან დაშორებულ ძალად და უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედ ჯგუფად აფასებს.

"ზოგი შეიძლება ახლა ისვენებს, ზოგს სათქმელი არ აქვს, ზოგი კიდე ნუ მიხვდა, რომ ამ ლუზერებთან დგომას ჯობია ისევ თავის სახლში იყოს და სხვა საქმით დაკავდეს და სწორიც არის. ჩვენ გვყავს სამწუხაროდ ეს რადიკალური ოპოზიცია, რომელთაც კავშირი ქართველებთან არ აქვს, საქართველოს მოსახლეობასთან არ აქვთ, ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან არ აქვთ. ეს არის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედი ოპოზიცია და ესე იგი იქ ეტყობა მათი პატრონები ზაფხულში ისვენებენ და შესაბამისად ასვენებენ ამათაც.

ახლა ხან რას აბრალებს და ხან რას. სინამდვილეში ერთი ვერ გაუაზრებია სააკაშვილს და მის მიმდევრებს, რომ ეტყობა ესენიც მიხვდნენ, რომ ლუზერებთან დგომა არ აწყობთ, რომ სააკაშვილი არის წარსული. ამიტომაც მოთქვამს, ამიტომაც ჩივის, რომ ე.ი. არ ჩანსო ფრონტის ხაზზე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიო.

ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრება და მის ინტერესებს არ დაიცავს, ბოლო ეს არის. ჩირქში იქნებიან შემძვრალი, როგორც ახლა არიან“, - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს