ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ლაშა ფარულავა – სააკაშვილი უკმაყოფილოა იმ ხალხით, რომელიც თავისი პასიურობით ასუსტებს საერთო ბრძოლას, ეს ეხება ყველას, მათ შორის იგულისხმებიან ალიანსის წევრებიც, ასევე შეიძლება, ჩვენზეც იყო საუბარი

ლაშა ფარულავა – სააკაშვილი უკმაყოფილოა იმ ხალხით, რომელიც თავისი პასიურობით ასუსტებს საერთო ბრძოლას, ეს ეხება ყველას, მათ შორის იგულისხმებიან ალიანსის წევრებიც, ასევე შეიძლება, ჩვენზეც იყო საუბარი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით არა მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. ფარულავამ კომენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით არა მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. ფარულავამ კომენ…

მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით არა მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, მათზე ან საქმეა აღძრული, ან გაყიდულია, ან პლაჟზეა წამოკოტრიალებული, უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის“.

„პირველ რიგში, პუტინის პირად ტყვეს და ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს სრულად ვეთანხმები. ის ამ ქვეყნისთვის არის პოლიტიკური ტყვე, მასთან ერთად ჩვენი თანამებრძოლებიც. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, როცა ამდენი პოლიტპატიმარია ციხეში, ოპოზიციის მხრიდან არ იყოს ისეთი ტიპის აქტიურობა, რომელიც სჭირდება ამ პოლიტიკურ პროცესს. ამაზე საუბრობს სააკაშვილი და ეხება ყველას, მათ შორის შეიძლება, ჩვენზეც იყო საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქვეყნისა და ხალხის, პოლიტპატიმრების წინაშე. ეს ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ ვიყოთ აქტიურები და ეს ქვეყანა არ უნდა ვაქციოთ ირანულ-რუსული სისხლიანი ფულის კრიპტოსამრეცხაოდ. რეალურად, უნდა შევცვალოთ ყველაფერი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ მომავალი. მეტი აქტიურობა გვმართებს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. ვაქტიურობთ და ამის კონკრეტული მაგალითი იყო ის, რომ გეგონათ, ყრილობაზე დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნახავდით, მაგრამ ნახეთ გაერთიანებული ნახეთ. მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით არა მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს“, – აღნიშნა ფარულავამ.

კითხვაზე, სააკაშვილის ეს განცხადება ეხება თუ არა ოპოზიციის ალიანსის წევრებს, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ „მათ შორის ალიანსის წევრები იგულისხმებიან“.

„შეგიძლიათ, ნახოთ თქვენი ვიდეო-კომენტარები და ნახავთ, რომ იქ არ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც, მაგალითად, ალიანსში არიან, იყვნენ პოლიტიკურ პროცესში 2024 წელს, სად გაქრა ეს ხალხი? სად წავიდნენ? ეს ქვეყანა ყველასია და უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. არ შეიძლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ამ ბრძოლის წინა ხაზზე“, – განაცხადა ფარულავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს