ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

აზერბაიჯანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს

აზერბაიჯანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირ…

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძველ ბათუმს, ბულვარს, ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხესა და მთიან აჭარას. საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებენ და ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვიდან. გარდა მედია-ინფო ტურების ორგანიზებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე აგრძელებს რეგიონის წარმოჩენას სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. მიმდინარე წელს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა იაპონიის, დუბაის, ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, ჩინეთის, ფრანკფურტის, ინდოეთის, ყაზახეთის, უნგრეთისა და ისრაელის გამოფენები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს