ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 18

ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) 21.7 კმ-იანი და ჩალაუბანი-ბაკურციხის (ლოტი 5) 9.12 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობაზე საერთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) 21.7 კმ-იანი და ჩალაუბანი-ბაკურციხის (ლოტი 5) 9.12 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობაზე საერთა…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) 21.7 კმ-იანი და ჩალაუბანი-ბაკურციხის (ლოტი 5) 9.12 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ტენდერი კი მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად ჩატარდება.

ბადიაური-ჩალაუბნის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი გზის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 22 ხიდის მშენებლობას. ხოლო ჩალაუბანი-ბაკურციხის 9.1 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი გზის, 1 სატრანსპორტო კვანძისა და 9 ხიდის მშენებლობას.

აღნიშნული მონაკვეთები კახეთის მაგისტრალური გზის, კერძოდ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მიმდინარე პროექტის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად განტვირთავს კახეთის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას.

ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს, შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სატრანსპორტო დატვირთვა დასახლებებში, რაც გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებას და გარემოზე ზემოქმედებას. დაახლოებით სამჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობაც.

ახალი მაგისტრალური გზის მონაკვეთები სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.

სამუშაოების შესრულების ვადა თითოეული ლოტისთვის შეადგენს 900 დღეს.

სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 21 დეკემბერს დასრულდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს