ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა

მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესთან, დავით არდაზაშვილთან ერთად, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამსახურის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესთან, დავით არდაზაშვილთან ერთად, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამსახურის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესთან, დავით არდაზაშვილთან ერთად, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამსახურის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვისა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

მერაბ გამყრელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტსა და დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას.

„რეგიონულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრების მიზანია არსებული მდგომარეობის შეფასება, თანამშრომელთა წინაშე არსებული საკითხების განხილვა და საქმიანობის გაუმჯობესების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყოს დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანი შესრულება, პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დაცვა და სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების შედეგზე ორიენტირებულად განხორციელება“, – განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი მოადგილესთან, დავით სადაღაშვილთან ერთად ესწრებოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზეშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს