ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 5

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის ღვინის ფესტივალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის ღვინის ფესტივალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომ…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად „ქედის ღვინის ფესტივალს - 2026“ დაესწრო.

ფესტივალი მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად გაიმართა და მას მინისტრი დენის სალუქვაძე მასპინძლობდა. ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მსგავსი ფესტივალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე მეღვინეობების ხელშეწყობა, მეურნეობების გაძლიერება და სოფლად ახალი საწარმოების შექმნის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, მეღვინეობის განვითარება რეგიონის პოპულარიზაციასა და აგროტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ფესტივალის ფარგლებში მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. პროგრამა ღვინის დეგუსტაციას, ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასებს, ქართულ ფოლკლორულ კონცერტსა და ბავშვებისთვის გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს