ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი სამეგრელო: ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი სამეგრელო: ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე, მოადგილე დავით არდაზაშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე, მოადგილე დავით არდაზაშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე, მოადგილე დავით არდაზაშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შეხვედრებზე განიხილეს რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, გამოვლენილი სამართალდარღვევები და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები.

მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში მათი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობას.

სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კოპალიანი და მისი მოადგილე დავით სადაღაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს