ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 8

ბათუმში სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბათუმში სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმში 385 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა.განახლებული სივრცე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმში 385 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა.განახლებული სივრცე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლ…

ბათუმში 385 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა.

განახლებული სივრცე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის შიდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილების სისტემები და გაუმჯობესდა სახანძრო უსაფრთხოება. ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კეთილმოეწყო ბაღის ეზო და გარე ინფრასტრუქტურაც.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მზარდი მოთხოვნისა და აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. მისივე თქმით, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია ბავშვებისა და პერსონალისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნასა და ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.

შენობის რეაბილიტაცია გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მეშვეობით გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის საერთო საგრანტო ბიუჯეტი დაახლოებით 7,55 მილიონი ევროა და ის ბათუმის №6, №10 და №16 საბავშვო ბაღების განახლებას მოიცავს. პროექტის მიზანი შენობებში ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირება და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოებაა.

№10 და №16 საბავშვო ბაღების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ფაქტობრივად დასრულებულია. მუნიციპალური დაფინანსებით გრძელდება მათი ეზოების კეთილმოწყობა, რომლის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმში ეს უკვე მეოთხე საბავშვო ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესი სრული რეაბილიტაციის შემდეგ განახლდა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს