ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ბათუმში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბათუმში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატა, რომელიც 385 აღსაზრდელზეა გათვლილი.საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატა, რომელიც 385 აღსაზრდელზეა გათვლილი.საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრო…

ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატა, რომელიც 385 აღსაზრდელზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ესწრებოდნენ.

ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია მუნიციპალური საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, შენობებში ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირება, უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესება და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

პარალელურად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა საბავშვო ბაღის ეზოსა და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

აღნიშნული უკვე მეოთხე საბავშვო ბაღია, რომელიც ახალ სააღმზრდელო წელს ბათუმში გაიხსნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს