ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 6

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ.აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ.აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაცი…

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობდა ტრენერები და შეფ-მზარეულები, რომლებიც სერვირებისა და დასუფთავების სტანდარტების, ავთენტური, აჭარული კერძების მომზადების, შრომითი უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, განთავსების პორტალების მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების მიმართულებით ატარებდნენ პერსონალურ ტრენინგებს. სატრენინგო პროგრამაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე 10 საოჯახო-სასტუმრო სახლის მასპინძელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტატუსი მიმდინარე წელს მიიღეს.

პროექტი „კარგი მასპინძელი“ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2024 წელს დაიწყო. ჯამში აჭარაში 20-მდე „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფუნქციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმარმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს