ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს იაშარ ერგუნს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს იაშარ ერგუნს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრისას, ზურაბ პატარაძემ იაშარ ერგუნს თანამდებო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრისას, ზურაბ პატარაძემ იაშარ ერგუნს თანამდებო…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრისას, ზურაბ პატარაძემ იაშარ ერგუნს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობაზე. ზურაბ პატარაძემ მიმდინარე წელს თურქეთის რესპუბლიკაში წარმატებული ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა შავი ზღვისპირა რეგიონებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას.

ტურიზმის მიმართულებით საუბარი შეეხო აჭარაში თურქეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას და პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. აღინიშნა ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობაც, რაც საზღვრის მიმართულებით გადაადგილების გამარტივებას, ტვირთბრუნვის ზრდას და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გენერალურმა კონსულმა თავის მხრივ ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა, მათ შორის, სამედიცინო და საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე, კონგრესების გამართვასა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებაზე.

მხარეებმა ისაუბრეს კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზეც, უნივერსიტეტებს შორის არსებულ პარტნიორობაზე, სახელოვნებო გაცვლითი პროექტებისა და ერთობლივი ღონისძიებების მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ მწუხარება გამოთქვა იზმირში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.

შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს