ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 4

ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას, ასევე, ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებს. აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანიდან აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდაზე, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში აღინიშნა ბათუმსა და ნახიჭევანს შორის არსებული კავშირები და ერთობლივი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს