ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს

ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარას ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერები სტუმრობდნენ, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარას ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერები სტუმრობდნენ, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრ…

აჭარას ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერები სტუმრობდნენ, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბლოგერებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მილიონობით გამომწერს გაუზიარეს.

„მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერებმა ბათუმისა და აჭარის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ინფლუენსერებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებდნენ და მათ საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებდნენ.

საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მედია-ინფო ტურებთან ერთად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებშიც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის იაპონიაში, დუბაიში, ბერლინში, მადრიდში, ნიუ-იორკში, ჩინეთში, ფრანკფურტში, ინდოეთში, ყაზახეთში, უნგრეთსა და ისრაელში. ამასთან, დეპარტამენტის მოწვევით, აჭარას უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვიდანაც სტუმრობდნენ“, - აღნიშნულია გავრცალებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს