ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი - ICAO SWIM 2026 ჩატარდა

საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი - ICAO SWIM 2026 ჩატარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი - ICAO SWIM 2026 ჩატარდა. 150-მდე დელეგატის მონაწილეობით გამართული ღონი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი - ICAO SWIM 2026 ჩატარდა. 150-მდე დელეგატის მონაწილეობით გამართული ღონი…

საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი - ICAO SWIM 2026 ჩატარდა.

150-მდე დელეგატის მონაწილეობით გამართული ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ორგანიზებით გაიმართა.

ICAO-ს ორი რეგიონის (EUR/NAT და MID) საერთაშორისო ფორმატის შეხვედრა საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა ICAO-ს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით.

სემინარზე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყებების, ავიასაწარმოებისა და სანავიგაციო მომსახურების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლებმა საჰაერო მოძრაობის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის - SWIM-ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომლის დანერგვაც ICAO-სა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის მართვის გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იგი გლობალურ, რეგიონულ და ლოკალურ დონეზე საავიაციო მონაცემების გაცვლის სრულიად ახალი, ციფრული სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს, რაც ფრენების უსაფრთხოებასა და სააერნაოსნო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ყურადღება გამახვილდა SWIM-ის დანერგვის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ტექნიკურ მზაობაზე, პერსონალის გადამზადებასა და მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციაზე. აღნიშნული პლატფორმა გულისხმობს საჰაერო მოძრაობის მართვას ერთიანი სტანდარტებისა და პროცესების ერთობლიობით, რაც ავტორიზებულ მხარეებს შორის თავსებადი ციფრული სერვისების უსაფრთხო გაცვლას უზრუნველყოფს.

სემინარში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების, ICAO-ს, EUROCONTROL-ის, სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და საქართველოს საავიაციო უწყებების და ავიასაწარმოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს