ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 8

,,ახალციხელობა 2026“

,,ახალციხელობა 2026“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნა წელს ,,ახალციხელობა 2026“. ,,ახალციხის ციხეზე“ წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი სანახაობრივი ღონისძიებები.- ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიების სტუმრე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნა წელს ,,ახალციხელობა 2026“. ,,ახალციხის ციხეზე“ წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი სანახაობრივი ღონისძიებები.- ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიების სტუმრე…

მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნა წელს ,,ახალციხელობა 2026“. ,,ახალციხის ციხეზე“ წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი სანახაობრივი ღონისძიებები.- ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიების სტუმრებმა XII საუკუნეში იმოგზაურეს, გაიმართა ხრიდოლის მეომრების წარმოდგენა, ძველი ქალაქის ბაზარი, ქართული ასპარეზობები და რაინდთა ორთაბრძოლები, ძველი ავთენტური ქორეოგრაფია. წარმოდგენილი იყო ქართული გალობის კუთხე, ციხის მთავარ მოედანზე კი გრანდიოზული წარმოდგენა მოეწყო.

ახალციხელებს და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ ახალციხის საპატიო მოქალაქეები:

დალი ქოზაშვილი - ექიმი რადიოლოგი, სამ ათეულ წელზე მეტია ახალციხისა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას;

ბესიკ ამირანაშვილი - ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი ახალციხის მუნიციპალიტეტში;

კახა კახაძე - სპორტსმენი, მეწარმე, სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივების მხარდამჭერი;

ანაიტ ლოკიანი - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ინფექციონისტი.

ზაქარია დიდიმამიშვილი - ახალციხის სპორტული გაერთიანების ჭადრაკის მწვრთნელი, სამცხე-ჯავახეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, არაერთი თაობის აღმზრდელი პედაგოგი;

,ახალციხელობა“ განსაკუთრებულად გაალამაზეს წამყვანებმა - გიორგი კალანდიამ, ნანა შონიამ და კახა მიქიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ტრადიციად იქცევა და მომავალი წლიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ქალაქის დღესასწაულს მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს