ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 12

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვისა და განვითარების საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვისა და განვითარების საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თემა: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“. შეხვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თემა: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“. შეხვე…

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თემა: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.

შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე სხვადასხვა უწყებასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკაზე, სამართლებრივ საკითხებზე, მოქმედ მართვის მოდელებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების შეფასებას, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.

შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი ვიზიტი მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ დაცული ლანდშაფტის მართვის პრაქტიკას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის მიმართულებით ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს