ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

მარნეულის მერმა თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე წარუდგინა

მარნეულის მერმა თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე წარუდგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე თეონა ფარჯიანი წარუდგინა. თეონა ფარჯიანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში, სადაც ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე თეონა ფარჯიანი წარუდგინა. თეონა ფარჯიანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში, სადაც ს…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე თეონა ფარჯიანი წარუდგინა.

თეონა ფარჯიანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში, სადაც სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე საქმიანობდა.

იგი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ამ დრომდე ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, სადაც აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის, ფინანსური პოლიტიკისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მერმა ახლადდანიშნულ მოადგილეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი შენაძენია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

წარდგენას ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს