ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლების - კრწანისის, ახალი კუმისისა და მთისძირის მოსახლეობას მიმდინარე საპროექტო სამუშაოები გააცნეს

წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლების - კრწანისის, ახალი კუმისისა და მთისძირის მოსახლეობას მიმდინარე საპროექტო სამუშაოები გააცნეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - კრწანისის, ახალი კუმისისა და მთისძირის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კომპანიის წარმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - კრწანისის, ახალი კუმისისა და მთისძირის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კომპანიის წარმ…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - კრწანისის, ახალი კუმისისა და მთისძირის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე საპროექტო სამუშაოები გააცნეს, დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, რომელიც აღნიშნული სამი სოფლის სტაბილურ და ხარისხიან წყალმომარაგებას ითვალისწინებს.

მოსახლეობასთან შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, ქალაქ გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა ისაუბრეს დაგეგმილი სამუშაოების მნიშვნელობასა და პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე, მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

საპროექტო სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, კომპანია „ლ და კ“ ახორციელებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

საპროექტო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი დაიწყება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს