ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სარეზერვო სამსახურის საკითხები განიხილა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სარეზერვო სამსახურის საკითხები განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა არველაძეს და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა არველაძეს და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთ…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა არველაძეს და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს შეხვდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურის საკითხები, რომელიც 18-დან 51 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეების ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურში ჩართულობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც არიან ჩართული.

შეხვედრის ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ ბერიძეს, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მოადგილეები - ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ხულოს მუნიციპალური განყოფილების უფროსი, მაიორი ვაჟა კოჩალიძე და ამავე განყოფილების სერჟანტი თემურ აბულაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს