ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ქობულეთში სადრენაჟე არხები იწმინდება

ქობულეთში სადრენაჟე არხები იწმინდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, რის შედეგადაც 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჭარბტენიანობისგან იქნება დაცული. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ტოგონას მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, რის შედეგადაც 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჭარბტენიანობისგან იქნება დაცული. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ტოგონას მ…

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, რის შედეგადაც 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჭარბტენიანობისგან იქნება დაცული.

ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ტოგონას მასივის ტერიტორიაზე, სოფელ ალამბარში, სადაც სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სადრენაჟე არხები დაგროვილი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება.

არხის საერთო სიგრძე 4 615 მეტრია, აქედან ამ დროისთვის 600 მეტრზე მეტია გაწმენდილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ტოგონას მასივის სადრენაჟე სისტემის მუშაობა.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით უზრუნველყოფს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს