ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

კახაბერ გულედანმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

კახაბერ გულედანმა კახეთის რეგიონის  წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კახეთის მუნიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კახეთის მუნიც…

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კახეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და სარეაბილიტაციო სამუშაოები, სასმელი წყლისა და წყალარინების არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს. ასევე იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროექტების შესრულების პროცესზე.

შეხვედრაზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ დაგეგმილ ახალ პროექტზე, რომელიც კახეთის რეგიონში განხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი და სამინისტროს წარმომადგენლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს