ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვირსხევში რობოკლუბი გაიხსნა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვირსხევში რობოკლუბი გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გახსნის ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები, რომლითაც მოზარდები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გახსნის ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები, რომლითაც მოზარდები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუ…

გახსნის ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები, რომლითაც მოზარდები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, რწმუნებულისა და მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ორგანიზაცია SICPA-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდები და მოსახლეობა დაესწრნენ.

შიდა ქართლის სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, რობოკლუბები ეტაპობრივად გაიხსნება როგორც ქალაქ გორში, ასევე მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში მოზარდები შეისწავლიან LEGO რობოტექნიკას, პროგრამირების საფუძვლებსა და განივითარებენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს.

პროექტის მიზანია რეგიონებში STEM განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური და საინჟინრო უნარების განვითარება და ინოვაციური აზროვნების წახალისება.

LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ორგანიზაცია SICPA-მ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გადასცა. სასწავლო კურსს ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტი“ განახორციელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს