ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ბექა ვაჭარაძე: მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოთელებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს შევთავაზებთ

ბექა ვაჭარაძე: მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოთელებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს შევთავაზებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ორი დღის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა შორის პროფესიონალთა და მოყვარულთა ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა. ტურნირი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ორი დღის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა შორის პროფესიონალთა და მოყვარულთა ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა. ტურნირი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით…

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ორი დღის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა შორის პროფესიონალთა და მოყვარულთა ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა.

ტურნირი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 15 გუნდი მონაწილეობდა. პროფესიონალთა კატეგორიაში ჩემპიონობა ფოთის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვა.

„ფოთი სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი სივრცე ხდება სპორტული აქტივობებისთვის. მალთაყვის სანაპირო ამ ზაფხულსაც არაერთი სპორტული ტურნირისა და ღონისძიების მასპინძელი იქნება.

უკვე წარმატებით ვუმასპინძლეთ ქვიშის რაგბის ტურნირს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფოთს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ცენტრად იქცეს.

ჩვენი მიზანია, მომავალ წელს აღნიშნულ ტურნირს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი და მნიშვნელობა შევძინოთ და ფოთი კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოვაჩინოთ მსოფლიო სპორტულ რუკაზე.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოთელებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს შევთავაზებთ", - აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს