ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დასაქმების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დასაქმების…

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე სასტუმრო-სარესტორნო სფეროში კვალიფიციური კადრების მოძიებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობას.

შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერვაძე და გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული ფორმატის საინფორმაციო შეხვედრა პირველად გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი პარტნიორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, დამსაქმებელთა საჭიროებებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.

მსგავსი შეხვედრები სააგენტოს საშუალებას აძლევს, რეგიონების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და სერვისები კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა გააძლიეროს.

ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს