ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს გუნდი იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერებს და მერების მოადგილეებს შეხვდნენ

გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს გუნდი იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერებს და მერების მოადგილეებს შეხვდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს გუნდი შეხვდნენ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერებს და მერების მოადგილეებს. შეხვედრა მიეძღვნა განვითარების პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრა საქართვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს გუნდი შეხვდნენ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერებს და მერების მოადგილეებს. შეხვედრა მიეძღვნა განვითარების პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრა საქართვე…

გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს გუნდი შეხვდნენ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერებს და მერების მოადგილეებს. შეხვედრა მიეძღვნა განვითარების პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები გააერთიანა ადგილობრივი შესაძლებლობებისა და გამოწვევების განსახილველად, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი დოკუმენტის (2026–2030) ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტების განსასაზღვრად.

UNDP-ის, UNFPA-ის, UNICEF-ის, FAO-ს, IOM-ისა და UN Women-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს გაეროს ერთობლივი მხარდაჭერა და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციის, ინკლუზიური მმართველობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მთავარ პრიორიტეტებად დაასახელეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კატასტროფების რისკის შემცირება, მდგრადი ტურიზმი, ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობა, მიგრაციის მართვა, საჯარო სერვისების დიჯიტალიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, სოციალური ინკლუზია, ასევე ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების გაუმჯობესება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც ერთგულია ადგილობრივ საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის, რათა ხელი შეუწყოს უფრო ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს