ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

მოლიან-ჩალიანის დამშრობი მასივი ბალახოვანი საფარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება

მოლიან-ჩალიანის დამშრობი მასივი ბალახოვანი საფარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, 100 ჰექტარზე დამშრობი ქსელის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე დამშრობი მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, 100 ჰექტარზე დამშრობი ქსელის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე დამშრობი მ…

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, 100 ჰექტარზე დამშრობი ქსელის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება.

ამ ეტაპზე დამშრობი მასივის ტერიტორიაზე მდებარე შემკრები არხების ცალკეული მონაკვეთები ბალახოვანი საფარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება. არხის საერთო სიგრძე 12 კილომეტრია, საიდანაც ერთ კილომეტრზე მეტი უკვე გასუფთავებულია.

ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს ზედაპირული და ჭარბი წყლების შეუფერხებელ გადინებას, შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკს და გააუმჯობესებს მიწების მელიორაციულ მდგომარეობას.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა დამშრობი და სარწყავი სისტემები გამართულად ფუნქციონირებდეს და ფერმერებს ხარისხიანი მომსახურება მიეწოდოს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს