ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ბექა ვაჭარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ახალგაზრდას შევუქმნათ თანაბარი და ღირსეული გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების

ბექა ვაჭარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ახალგაზრდას შევუქმნათ თანაბარი და ღირსეული გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. ქალაქის მერმა აბიტურიენტებს წარმატება უსუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. ქალაქის მერმა აბიტურიენტებს წარმატება უსუ…

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.

ქალაქის მერმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული ახალგაზრდის განათლება და განვითარება ქვეყნის მომავლის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

"ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და იმ წარმატების მიღწევას, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობდნენ.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ახალგაზრდას შევუქმნათ თანაბარი, და ღირსეული გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. სწორედ თქვენი მონდომება, ცოდნა და წარმატება ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერ მომავალს.

მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს გაწეული მხარდაჭერისა და განათლების სფეროს განვითარების საქმეში აქტიური თანამშრომლობისთვის.

წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს! გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების" - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის №3 საჯარო სკოლა მასპინძლობს, სადაც აბიტურიენტებისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი, რათა გამოცდები მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს