ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

წალკის კანიონში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

წალკის კანიონში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წალკის კანიონში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდა, რომელმაც წალკის კანიონის, როგორც სწრაფად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წალკის კანიონში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდა, რომელმაც წალკის კანიონის, როგორც სწრაფად…

წალკის კანიონში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდა, რომელმაც წალკის კანიონის, როგორც სწრაფად განვითარებადი ეკოტურისტული მიმართულების, მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წალკის კანიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე, ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები.

წალკის კანიონის პროექტი საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ეკოტურისტული სივრცეა. კანიონზე, საქართველოში პირველად, 240-მეტრიანი შუშის ხიდი აშენდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის შედეგად შეიქმნა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, ამავდროულად კი შენარჩუნდა ტერიტორიის ბუნებრივი იერსახე, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს