ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან…

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ სალიბაურში სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რეგიონში მცხოვრები თითოეული ოჯახის სოციალური მხარდაჭერა და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

„სოციალური მიმართულება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეს სოფელ სალიბაურში გავეცანით სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას. პროექტის დასრულება 2028 წელს იგეგმება და მისი მშენებლობისთვის 17 მილიონ ლარამდე იხარჯება. კორპუსი სრულად იქნება ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი. საცხოვრებელ კორპუსთან ერთად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც - რეკრეაციული სივრცე, საფეხბურთო მოედანი და სპეციალური საბავშვო ზონა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული ოჯახისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ფარგლებში, აშენდება 114-ბინიანი სოციალური სახლი. ბინები გადაეცემათ ყოფილი ჩაის ფაბრიკის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებ 65 ოჯახს და ასევე, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს.

მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეექვსე სართულის ფილის დასხმის სამუშაოები. პროექტის დასრულება კი 2028 წლისთვის იგეგმება.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს