ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობი…

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა.

შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ახალშენის კულტურის სახლი შეძლებს ფართომასშტაბიან კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს უმასპინძლოს.

„ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ეს ისტორიული შენობა წლების განმავლობაში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, დღეს კი უკვე სრულად განახლებულია. დაგეგმილია მესამე ეტაპიც, რომელიც შენობის ტექნიკურ აღჭურვას ითვალისწინებს. აქ შესაძლებელი იქნება კონცერტების, ფესტივალების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება.

ახალშენის ულამაზესი ბუნება და შენობის არქიტექტურა ამ სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. დარწმუნებული ვარ, კულტურის სახლი არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვისაც საინტერესო ადგილი გახდება, კიდევ უფრო გააძლიერებს კულტურულ ცხოვრებას ხელვაჩაურში და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 652 485 ლარია. მეორე ეტაპის ფარგლებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა - საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო და სარეპეტიციო სივრცეები, ასევე საოფისე ოთახები.

დაგეგმილია მესამე ეტაპის სამუშაოების დაწყება, რაც სცენის მოწყობას, გახმოვანების სისტემის მონტაჟსა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

პროექტს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს