ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სა…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლის არსებულ მდგომარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება. ჩატარებული ბაზრის კვლევის შემდეგ, ფონდი უკვე ამზადებს ტენდერისთვის ტექნიკურ დოკუმენტაციას სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციის მიზნით.

პროექტის ფარგლებში განახლდება სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემები, მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოეწყობა სპორტული მოედანი.

პროექტის განხორციელების შედეგად, თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) მოსწავლეები და პედაგოგები ისარგებლებენ უსაფრთხო, ენერგოეფექტური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოთი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს