ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 11

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზემო აჭარაში, შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. კომისიი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზემო აჭარაში, შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. კომისიი…

ზემო აჭარაში, შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიამ ლაშხის თქმით, ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში არაერთი გამოწვევაა და ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იძენს ქართული ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის დაცვა.

„საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომლებიც ტრადიციული, ისტორიული ქვეყნები არიან, არსებული გამოწვევების ფონზე ერთგვარი საფრთხის ქვეშ რჩებიან, რათა არ დაიკარგოს საუკუნოვანი ტრადიციები, ეროვნული იდენტობა და მდიდარი წარსული. საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები სახელმწიფოებრივ გაძლიერებასა და იდენტობის შენარჩუნებაზე იყოს ორიენტირებული. სწორედ ყოველივე ამას ემსახურება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტი, სადაც ახალგაზრდები საქართველოს ისტორიული გმირების და გამორჩეული ადამიანების შესახებ ინფორმაციას ეცნობიან და ცოდნას იძენენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაზე შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ისტორიკოსმა ფრიდონ დავითაძემ თემაზე - „საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი სამხრეთ დასავლეთ საქართველოში“ მე-19 საუკუნეში მოღვაწე სელიმ ხიმშიაშვილის შესახებ ლექცია წაიკითხა და მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს