ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულე…

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 30-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა სპეციალური გადამზადების კურსი.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს ტურიზმის განვითარების ისტორია, საქართველოში არსებული ტურიზმის მიმართულებები, ექსკურსიამცოდნეობა, გიდის პროფესიული საქმიანობის საფუძვლები, ტურის დაგეგმვის პრინციპები, გიდისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულებები, ორგანიზაციები და ინტერნეტრესურსები. პროგრამა ასევე მოიცავდა გიდის ფსიქოლოგიას, ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის თავისებურებებს, ქალაქის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საბაზისო საკითხებს.

გადამზადების პროგრამის მიზანი იყო ბათუმის ტურის გიდების პროფესიული მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული პირებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სანდო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და პროფესიისთვის საჭირო უნარების განვითარება.

სასწავლო კურსი აერთიანებდა როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ გასვლით ტრენინგებს ქალაქის ტურისტულ მარშრუტებსა და სხვადასხვა ობიექტზე. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ჩააბარეს გამოცდა, რომლის საფუძველზეც შეფასდა მათი ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა აპრილში დაიწყო და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდა.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს