ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 8

ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის შუალედური შედეგები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის შუალედური შედეგები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინფრას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინფრას…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

პროექტის შემსრულებელი არქიტექტურული ბიუროს "ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალის" წარმომადგენლებმა დამსწრეებს პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და მომდევნო ეტაპისთვის მომზადებული ხედვა წარუდგინეს.

მესამე ეტაპზე გადასვლამდე მხარეებმა უკვე შესრულებული სამუშაოები, ძირითადი კონცეფციები და დაგეგმილი მიმართულებები განიხილეს. გენერალური გეგმის მიხედვით, განმუხურის სანაპირო ზოლი მრავალფუნქციურ, ოთხივე სეზონზე აქტიურ რეკრეაციულ სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს. პროექტი ითვალისწინებს როგორც მშვიდი დასვენებისთვის განკუთვნილი მწვანე ზონების, ისე აქტიური დასვენებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

დაგეგმილია დამატებითი გამწვანება, ჩოგბურთისა და პადელის მოედნები, ახალი ნავმისადგომის მოწყობა, ადმინისტრაციული შენობა,, ორანჟერეა, ამფითეატრი და სხვადასხვა კომერციული სივრცე.

განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამფითეატრის განვითარების კონცეფციას. არსებული კონსტრუქციის ნაწილზე შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე გაცემულია რეკონსტრუქციის რეკომენდაცია, რის შემდეგაც მომზადდება ამფითეატრის განვითარების ახალი არქიტექტურული გადაწყვეტა. პროექტი ასევე მოიცავს ტრიბუნების რეაბილიტაციას, ხის არქიტექტურული ელემენტების ინტეგრირებასა და ტერიტორიის დამატებით გამწვანებას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სანაპირო ზოლის მდგრად განვითარებაზე, მათ შორის სანაპიროს დაცვისა და მისი პერიოდული აღდგენის (კვების) ღონისძიებებზე, ასევე სპორტული კლასტერის კონცეფციაზე, რათა ტერიტორია ერთდროულად ემსახურებოდეს როგორც ყოველდღიურ სპორტულ აქტივობებს, ისე სხვადასხვა მასშტაბის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს