ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

გიორგი ცინცაძემ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში დიპლომატიურ მისიას ასრულებს

გიორგი ცინცაძემ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში დიპლომატიურ მისიას ასრულებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ნარინე მათოსიანი გენერალური კონსულის მოვალეობას ბათუმში 2023 წლის აპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ნარინე მათოსიანი გენერალური კონსულის მოვალეობას ბათუმში 2023 წლის აპ…

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

ნარინე მათოსიანი გენერალური კონსულის მოვალეობას ბათუმში 2023 წლის აპრილიდან ასრულებს. მისი საქმიანობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა რეგიონულ თანამშრომლობას, კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს, ასევე ბათუმსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს თანამშრომლობა და ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ბათუმთან არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

გიორგი ცინცაძემ ნარინე მათოსიანს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ნარინე მათოსიანმა მადლობა გადაუხადა გიორგი ცინცაძეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, ბათუმში კონსულის რანგში საქმიანობა მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობები და მეგობრული კავშირები მომავალშიც ხელს შეუწყობს ბათუმსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს