ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

ილია ვერძაძე: ჩვენი კომიტეტის ინიციატივით, დაბა ხულოს მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

ილია ვერძაძე: ჩვენი კომიტეტის ინიციატივით, დაბა ხულოს მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "დაბა ხულოს ვესტუმრეთ. მსგავსი აქციები, ჩვენი კომიტეტის ინიციატივით პერიოდულად ტარდება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მხარდამჭერ სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიკოსებს, ფარმაცევტულ კომპანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"დაბა ხულოს ვესტუმრეთ. მსგავსი აქციები, ჩვენი კომიტეტის ინიციატივით პერიოდულად ტარდება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მხარდამჭერ სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიკოსებს, ფარმაცევტულ კომპანი…

"დაბა ხულოს ვესტუმრეთ. მსგავსი აქციები, ჩვენი კომიტეტის ინიციატივით პერიოდულად ტარდება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მხარდამჭერ სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიკოსებს, ფარმაცევტულ კომპანიებს", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ დაბა ხულოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევების მორიგი აქციის დასრულების შემდეგ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ხულოს პოლიკლინიკაში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის, ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სხვადასხვა პროფილის ექიმსპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს.


ექოსკოპია, კარდიოგრამა, ნეიროსონოსკოპია, ელექტრო ენცეფალოგრამა და სხვა კვლევები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროულ შეფასებასა და დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკა-გამოვლენას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, საჭიროების მქონე პაციენტებს გადაეცათ უფასო მედიკამენტების პაკეტები.

აქციას ესწრებოდნენ: ხულოს მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი - ლეილა ღოღობერიძე, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის მიერ ინიცირებული აქციის მხარდამჭერები არიან: ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრი, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ფარმაცევტული კომპანია „ავერსი ფარმა“, რომელმაც ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უსასყიდლოდ იზრუნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს