ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს

ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“ პროექტის ფარგლებში, ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“ პროექტის ფარგლებში, ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ა…

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“ პროექტის ფარგლებში, ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, ადგილობრივი სპეციალისტები მონაწილეებს ხე-ტყის დამზადების მთელ ციკლს – ტყეკაფის გამოყოფის, პრაქტიკული მერქნის დამზადებისა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების (მოტორიანი ხერხი; მორსათრევი ტრაქტორი;) უსაფრთხოდ გამოყენების ტექნოლოგიებს გააცნობენ.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატყეო სამეურნეო ღონისძიებები მაღალი რისკის შემცველია, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლები ფლობდნენ შესაბამის ცოდნას, როგორც სამუშაო უსაფრთხოების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის მასშტაბები ტყის რესურსებით მდგრადად სარგებლობის მიმართულებით“, – აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა, კობა სილაგაძემ.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიის და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით საქართველოს სამ რეგიონში მიმდინარეობს. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და განმახორციელებელ პარტნიორს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებულია 14 მლნ ევროს საგრანტო ხელშეკრულება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს