ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ზაზა შავაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო. ზუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ზაზა შავაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო. ზუ…

მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ზაზა შავაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, გზების რეაბილიტაცია და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ლოკაციებზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების გადაადგილების მაღალი ინტენსივობაა.

,,უსაფრთხო და ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში გადაადგილება იყოს კომფორტული და უსაფრთხო. იქნება მაქსიმალური კონტროლი, რომ ყველა პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდეს. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მესხიძეები-ბაჯელიძეების მიმართულებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 850 მეტრ მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა - საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე კი სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 30 ოჯახი ისარგებლებს.

ინტენსიური სამუშაოებია მაჭახლის ხეობაში, სადაც ოთხ ლოკაციაზე საყრდენი კედლების საძირკვლის არმირება და ცემენტ-ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში სამუშაოები დამატებით ექვსი მიმართულებით დაიწყება. პროექტის ჯამური ღირებულება 3 967 683 ლარია.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის, რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს