ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქობულეთში, რეაბილიტირებული „ჩელე არენა“ დაათვალიერეს

ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქობულეთში, რეაბილიტირებული „ჩელე არენა“ დაათვალიერეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქობულეთში, რეაბილიტირებული „ჩელე არენა“ დაათვალიერეს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ვეტერან ფეხბურთე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქობულეთში, რეაბილიტირებული „ჩელე არენა“ დაათვალიერეს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ვეტერან ფეხბურთე…

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქობულეთში, რეაბილიტირებული „ჩელე არენა“ დაათვალიერეს.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძესთან და ქობულეთის მერთან, ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, საფეხბურთო ტურნირის - „ჩელეს თასის“ პატარა მონაწილეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

„ჩელე არენაზე“ ამჟამად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის გარეგანათების სისტემა, რომელიც სტადიონს სხვადასხვა დონის ჩემპიონატებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, გრძელდება შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

ხელისუფლების წარმომადგენლები ქობულეთში, ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, ადგილზე ეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა - დეკორატიული სკამები, ფანჩატურები, საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი კუთხეები, გარეგანათების სისტემა.

სპორტული ინფრასტრუქტურა ასევე დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის წევრმა- გია ჭყონიამ, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა - ლევან კვანტალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს