ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი სოფელ ირემაძეებში მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი  სოფელ ირემაძეებში  მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილზე არსებული ვითარება დაათვალიერა. შეხვედრას ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილზე არსებული ვითარება დაათვალიერა. შეხვედრას ა…

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილზე არსებული ვითარება დაათვალიერა.

შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხების დაზიანებულ მონაკვეთებზე მოეწყო პოლიეთილენისა და ფოლადის მილები. ასევე, არხი სრულად გაიწმინდა. აღნიშნული არხის საერთო სიგრძე 6 კილომეტრია, რომელიც 80-მდე ოჯახს მოემსახურება, ხოლო გასარწყავიანებელი ფართობი 55 ჰექტარს შეადგენს.

2026 წელს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული 5 სარწყავი არხის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.

დღევანდელი მდგომარეობით, რეაბილიტირებულია 12 კმ სარწყავი არხი. ასევე, მოვლა-აღდგენის სამუშაოები ჩატარდა 20 არხზე, საიდანაც 11 სარწყავი არხი სრულად აღდგა, ხოლო 11 არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ჯამში, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შედეგად სარგებლობას მიიღებს 332 ოჯახი, ხოლო მოვლა-შენახვის ღონისძიებების ფარგლებში 1 390 ოჯახი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს