ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამო…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრია მოწყობილი.

პარლამენტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გამოცდების ჩატარებისთვის გამოყოფილი სივრცეები, ვიდეო მეთვალყურეობის კაბინეტი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ოთახი დაათვალიერეს.

დეპუტატები საგამოცდო ცენტრში ახალგაზრდების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ და აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვეს.

ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძესთან ერთად ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა მოინახულეს.

დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან ზოგადი განათლების რეფორმის და საგანმანათლებლო პროცესის საკითხებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს