ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა განაახლა

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა განაახლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის, ადგილობრივ თანა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის, ადგილობრივ თანა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის, ადგილობრივ თანამშრომლებს, საჭირო აღჭურვილობა და ნარჩენების შემკრები ახალი ურნები გადასცა.

"სუფთა და მოწესრიგებული სანაპირო ზოლი მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანაპირო ზოლის მოვლასა და შესაბამისი სამსახურების ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფას. რათა დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შევუქმნათ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გურიის სანაპირო ზოლი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლების მიერ, მთელი წლის განმავლობაში სუფთავდება. ზღვის აქტიურ სეზონთან დაკავშირებით, სანაპიროზე, დამატებით, ნარჩენების შემკრები 100 ურნა განთავსდა.

სოლომონ პავლიაშვილთან და მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეები და ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს